ტოკიოს ტოიოსუს თევზის ბაზარში, 2026 წლის პირველ აუქციონზე, 243-კილოგრამიანი, უზარმაზარი, ცისფერფარფლიანი თინუსი რეკორდულ ფასად, 510 მილიონ იენად (3.2 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა.

CNN-ის ინფორმაციით, თინუსის რეკორდული საფასური Kiyomura Corp-მა გადაიხადა, რომლის მფლობელი, კიოში კიმურაა. ის რესტორნების პოპულარულ ქსელ Sushi Zanmai-ს მართავს.

მედიის ცნობით, ყოველწლიური აუქციონის მრავალგზის გამარჯვებულმა კიმურამ, 2019 წელს დამყარებული წინა რეკორდი - 334 მილიონი იენი (2.1 მილიონი აშშ დოლარი) მოხსნა.

კიმურამ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებდა, თევზში ცოტა ნაკლებს გადაიხდიდა, მაგრამ ფასი მყისიერად გაიზარდა.