იაპონიაში, ჩიბას პრეფექტურაში, რომელიც ტოკიოს მახლობლად მდებარეობს, ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაღუპულია, ხუთი კი დაშავდა.

უხვმა ნალექმა, რომელსაც ხელისუფლება უპრეცედენტოს უწოდებს, პრობლემები შექმნა, - ელექტროენერგიის გარეშე 20 000-ზე მეტი ოჯახი დარჩა. 7 000 მგზავრს, ღამის გატარება ტოკიოს, ნარიტას აეროპორტში მოუწია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეხუთე დონის განგაში გამოაცხადა, რაც უმაღლესი ნიშნულია. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმა დღის ბოლომდე გაგრძელდება.