საბერძნეთის ნახევარკუნძულ ქალქიდიკის რამდენიმე დასახლებაში ხანძრის გამო ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა სოფლების, სივირისა და ფურკას მცხოვრებლებს საშიშროების ზონის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საფრთხე გაიზარდა. მოსახლეობის ნაწილმა დასახლებები ნავებით დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად 140-ზე მეტი მეხანძრე და 16 ვერტმფრენია მობილიზებული, ცეცხლის ქრობისას კი ორი მეხანძრე დაშავდა.
ცნობისთვის, წელს ტემპერატურის მატების გამო ევროპაში ტყის ხანძრები გახშირდა.
