აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს.ეს შეეხება აშშ-ის მოკავშირე ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციასაც, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ დრონების უცხოეთიდან შემოტანაზე ზედმეტად არის დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 100%-იან ტარიფს აწესებს გარკვეული ზომის ან გარკვეული შესაძლებლობების მქონე დრონებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. ასევე, მცირე ზომის დრონებზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება.
