იმ შემთხვევაში, თუ ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებენ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს, – ამის შესახებ სტატიას The Times-ი აქვეყნებს.
გამოცემისთვის მიწოდებული სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, 86 წლის ხამენეი თეირანის დატოვებას თავის 20 თანაშემწესთან და ოჯახის წევრთან ერთად განიხილავს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ირანში, საპროტესტო აქციებზე 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრაციები ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო და უსაფრთხოების ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებებში გადაიზარდა.
