ინდონეზიაში, 17 წლის მოზარდი ნიანგმა გაიტაცა და მეგობრის თვალწინ დაგლიჯა. როგორც dailymail-ი იუწყება, ორი მოზარდი სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესში, მდინარე კალელეჰას სანაპიროზე თევზაობა, როდესაც ერთ-ერთს ნიანგი დაესხა თავს.
მაშველების მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ მიათრევს ნიანგი მოზარდის სხეულს მდინარეში.
მედიის ცნობით, მეორე მოზარდი მეგობრის დახმარებას შეეცადა, თუმცა ნიანგის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
მაშველები ადგილზე შემთხვევიდან რამდენიმე საათში მივიდნენ, მათ მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა შეატყობინეს. მაშველები მოზარდს მოხალისეებთან ერთად ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 100 ადამიანი იყო ჩართული.
მაშველებმა ნიანგი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში, მოზარდის ცხედართან ერთად იპოვეს და რეპტილია ბადის მეშვეობით დაიჭირეს.
პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა მეტი ყურადღება გამოიჩინონ და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილს მოერიდონ.