ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ომანთან მიმდინარე მოლაპარაკებები მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს ეხება და "ირანსა და შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული საკითხები შემდეგ ეტაპებზე უნდა განიხილონ, რათა დადგინდეს, თუ რა მიმართულებით განვითარდება სიტუაცია". ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
"გარკვეული დრო მოგვიწევს ლოდინი, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ ეტაპისა და ამ პროცესის დაკავშირება სხვა პროცესთან, რომელიც რეგიონში დაძაბულობის შემცირებას გამოიწვევს", - განაცხადა ბაღაიმ, როდესაც პასუხობდა კითხვას, რეალურად აღნიშნავს თუ არა ომანთან შეთანხმება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დასაწყისს.
ბაღაიმ ყურადღება ასევე გაამახვილა ჰორმუზის სრუტის შესახებ მოლაპარაკებების არსზე და თქვა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო გემებისთვის სრუტის გადაკვეთის ერთიანი დერეფნის შეთანხმებაზე და არა არსებულ, გაყოფილ ჩრდილოეთ და სამხრეთ მარშრუტებზე.
