ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განაცხებით ჰორმუზის სრუტეში ორი ხომალდი დააკავეს და ირანის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს.

"ხომალდები, სავარაუდოდ, სათანადო ნებართვის გარეშე მოქმედებდნენ, არაერთგზის არღვევდნენ რეგულაციებს და ახდენდნენ სანავიგაციო სისტემებით მანიპულირებას. ამით ისინი საფრთხეს უქმნიდნენ საზღვაო უსაფრთხოებას ჰორმუზის სრუტიდან ფარულად გასვლის მცდელობისას", - ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. უწყებამ ასევე დასძინა, რომ ხომალდების შეჩერება მოხდა ირანის ეროვნული უფლებების დაცვის საბაბით.

ირანული მედიის ცნობით, IRGC-ის სამიზნე გახდა მესამე ხომალდიც - საბერძნეთის საკუთრებაში არსებული გემი, რომელიც ამჟამად „ირანის სანაპიროსთან მწყობრიდან არის გამოსული".