საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბერძნეთთან დაკავშირებულ სატვირთო გემს ჰორმუზის სრუტესთან თავს დაესხნენ, თუმცა გაურკვეველი რჩება, ირანმა დააკავა თუ არა ის, - წერს CNN-ი.
გეორგიოს გერაპეტრიტისმა განაცხადა: "შემიძლია დავადასტურო, რომ ბერძნულ სატვირთო გემს თავს დაესხნენ, მაგრამ ვერ დავადასტურებ, რომ ის ირანელებმა დააკავეს“.
მან სიტუაციას "საკმაოდ საგანგაშო" უწოდა და ბერძნული კომპანიების საკუთრებაში არსებულ ყველა გემს მოუწოდა, თავი აარიდონ ამ გზის გავლას.
"ეს იყო ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც საბერძნეთის საკუთრებაში იყო და ცდილობდა ჰორმუზის სრუტეში გასვლას. ჩვენ გავეცით ზოგადი გაფრთხილება ყველა ბერძნულის გემისთვის, მოვუწოდებთ მათ გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ სრუტეში გავლას", - განაცხადა გერაპეტრიტისმა.
ცნობისთვის, ირანულ მედიამ განაცხადა, რომ ეს გემი იყო ერთ-ერთი იმ სამიდან, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) თავს დაესხა. დანარჩენი ორი გემი დააკავეს და ირანის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს, - იტყობინება IRGC-ი.
