საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNIFIL) შემადგენლობაში მყოფი მეორე ფრანგი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ განაცხადა, რომელიც გასულ კვირას, "ჰეზბოლას" თავდასხმის დროს დაიღუპა, - წერს CNN-ი.

მედიის ცნობით, დაჭრილი ჯარისკაცი, კაპრალი ანის ჟირარდენი, სამშაბათს საფრანგეთში გადაიყვანეს, ოთხშაბათს კი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

"ის საფრანგეთისთვის დაიღუპა. პატივს ვცემთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამაგალითო თავდადებას გაერო-ლიბანის ფარგლებში, რომლებიც გამბედაობითა და მონდომებით მუშაობენ საფრანგეთის საკეთილდღეოდ და ლიბანში მშვიდობისთვის",- განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის მთავრობის ცნობით, შაბათს, იმავე თავდასხმის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა კიდევ ერთი ფრანგი ჯარისკაცი, ოფიცერი ფლორიან მონტორიო.

"ჰეზბოლამ" აღნიშნული ბრალდებები უარყო.

"მოგიწოდებთ ინციდენტში ბრალდებული პირების იდენტიფიცირებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ, სანამ ლიბანის არმიის გამოძიება სრულად არ დაადგენს გარემოებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.