სამხრეთ ლიბანში, ალ-ტირის სოფელში, ავტომობილზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, გუშინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაფრთხილება გაავრცელეს და მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ლიტანის მდინარესთან, ვადი ალ-სალუკთან და ვადი ალ-სალჰანთან ახლოს არ მისულიყვნენ, მოტივად კი "ჰეზბოლას" მიერ განგრძობადი ტერორისტული აქტივობა" დაასახელეს.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 16 აპრილს დაიდო და ის 10 დღე უნდა გაგრძელდეს.

ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხუთშაბათს, თეთრ სახლშია დაგეგმილი.