CNN-ს შიდა მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, ირანელებს შეზღუდული დრო მისცეს ერთიანი წინადადების შესამუშავებლად, რომელიც დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც ამერიკული მედია წერს, გაურკვეველია, მიაღწია თუ არა ტრამპის გზავნილმა ირანამდე.

წყაროების ცნობით, ადმინისტრაციას არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივება და ირანისთვის დროის მიცემა, მოლაპარაკებების შემდგომი გადავადებისთვის.

წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტი ოთხშაბათის შემდეგ, თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების საკითხზე ფრთხილობდა. წყაროები ამბობენ, რომ ტრამპს სურს შეთანხმება რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული და იმედოვნებს, რომ ვადის განსაზღვრა ირანელებს აიძულებს, ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.