გერმანული ავიაკომპანია Lufthansa Group-ი ოქტომბრის ბოლომდე 20,000 მოკლე მაგისტრალურ რეისს აუქმებს. გადაწყვეტილება საავიაციო საწვავის ფასების ზრდასა და ევროპაში მოსალოდნელ დეფიციტს უკავშირდება, რაც ირანთან ომით არის გამოწვეული.
პირველი 120 ყოველდღიური რეისი ორშაბათიდან უკვე გაუქმდა, რომლის შეზღუდვა მაისის ბოლომდე იმოქმედებს, ამის შესახებ კომპანიამ გუშინ განაცხადა.
ჯგუფმა, რომელიც Lufthansa Airlines-ის გარდა მოიცავს SWISS-ს, Austrian Airlines-სა და სხვა ავიაგადამზიდავებს, აღნიშნა, რომ რეისების გაუქმება დაახლოებით 40,000 მეტრულ ტონა საწვავს დაზოგავს.
ავიაკომპანიები მთელ მსოფლიოში ამცირებენ ფრენების განრიგს. ის რეისები, რომლებიც საწვავის დაბალი ფასების პირობებში მომგებიანი იყო, ახლა წამგებიანი გახდა, რადგან ომის დაწყებიდან მოყოლებული საავიაციო საწვავის საშუალო ფასი თითქმის გაორმაგდა.
ევროპა, რომელსაც საავიაციო საწვავის მარაგის 70% იმპორტით შემოაქვს, მომავალ კვირებში შესაძლოა საწვავის დეფიციტისა და რაციონირების (ლიმიტირებული მოხმარების) წინაშე დადგეს. ომის დაწყებამდე და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამდე, იმპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან მოდიოდა.
