ლიბანელი მომლაპარაკებლები, "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის დასრულების მცდელობის ფარგლებში, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მინიმუმ კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას მოითხოვენ, - წერს CNN-ი წყაროზე დაყრდნობით.
"ლიბანი მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი თვით ან მეტით გახანგრძლივებას", - განუცხადა წყარომ CNN-ს.
ცნობისთვის, ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხუთშაბათს, თეთრ სახლშია დაგეგმილი.
