დონალდ ტრამპის განცხადებით, "შესაძლებელია", რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პარასკევისთვის დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC, New York Post-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო "36-72 საათში" დაიწყოს.

BBC-ის ცნობით, როდესაც New York Post-მა ტრამპს ეს კითხვა დაუსვა, აშშ-ის პრეზიდენტმა ტექსტური შეტყობინებით უპასუხა: "შესაძლებელია! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი".

გუშინ, ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, რათა რეჟიმს მეტი დრო მისცეს ომის დასრულების "ერთიანი წინადადების" შესამუშავებლად.