ისრაელმა, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დაზვერვის ხელმძღვანელის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

"რევოლუციური გვარდია მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის, ჩვენ კი ტერორისტ ლიდერებს ვანეიტრალებთ. ირანის ლიდერები იმ განცდით ცხოვრობენ, რომ მათზე ნადირობენ. ჩვენ მათ დევნას ერთმანეთის მიყოლებით გავაგრძელებთ", - განაცხადა კაცმა.

მანვე დასძინა, რომ ისრაელმა ასევე "მძიმე ზიანი მიაყენა" ირანის ფოლადისა და ნავთობქიმიურ მრეწველობას.

"ჩვენ გავაგრძელებთ ირანის ეროვნული ინფრასტრუქტურის განადგურებას და ხელს შევუწყობთ ტერორისტული რეჟიმის დასუსტებასა და კოლაფსს. ასევე დავასუსტებთ მის უნარს, დათესოს ტერორი და ცეცხლი გაუხსნას ისრაელის სახელმწიფოს", - თქვა მან.