ისრაელის მთავრობამ  ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის გამწვავების და მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეს რეჟიმი მთავრობას და არმიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად.

 

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ "ჰეზბოლამ" ისრაელის ჩრდილოეთს კვლავ შეუტია 20-მდე რაკეტით, რომელთა ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ისრაელის ავიაციამ ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა. "ჰეზბოლას" ცნობით, შუაღამის შემდეგ რაკეტებით დაარტყეს ისრაელის ავიაბაზას, რომელიც ქალაქ აფულასთან მდებარეობს. შედეგების შესახებ მხარეები არაფერს იუწყებიან.