კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, ჰავაის კუნძულებს ცუნამი დაატყდა თავს.

ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ცუნამის სიმაღლე 1.2 მეტრს შეადგენდა.

ტალღამ გავლენა მოახდინა ჰალეივაზე, ოაჰუს ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ექსპერტების თქმით, ტალღების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, წყლის დონის მატება და კლებაა მოსალოდნელი.