მადურო განაჩენის მოლოდინში - დღეს ნიუ-იორკში პროცესია. სასამართლო იმსჯელებს ვენესუელის პრეზიდენტის ბრალზე, რომელიც ნარკოტრორიზმსა და შტატებისთვის საფრთხის შემცველი იარაღის შენახვას უკავშირდება.
ტრამპი ამბობს, რომ კარაკასს სრულად აკონტროლებს. პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა ახსენა კუბა, კოლუმია და ჩილე, რომელთაც თეთრი სახლი ასევე ადანაშაულებს ნარკოტირორიზმში.
"ვენესუელაში ქაოსია. მართვა საშინლად ხდებოდა. ნავთობის მოპოვება ძალიან დაბალ დონეზეა... ფაქტია, ეს ქვეყანა ცუდადაც რომ ემართათ, მას იმაზე მეტი შემოსავალი და ნავთობი უნდა ჰქონოდა, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ასე რომ, ვენესუელაში, შევიყვანთ დიდ ნავთობკომპანიებს, ისინი მოაწესრიგებენ ინფრასტრუქტურას და ჩადებენ მასში ფულს. არაფრის ინვესტირებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ვიზრუნებთ ქვეყანაზე. დავაფასებთ ამ ქვეყანას. ვიზრუნებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხზე — მათ შორის იმ ვენესუელელებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და რომლებიც იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინათ. მზად ვართ ოპერაციის მეორე ტალღისთვისაც, თუმცა არა მგონია, რომ ეს დაგვჭირდეს. ახლა ვენესუელას ჩვენ ვმართავთ, რომლის სამეზობლოშიც რთული მდგომარეობაა. მაგალითად, კოლუმბია, რომელიც ავადმყოფი, კოკაინის მოყვარული კაცის მიერ იმართება. ასეთივე მდგომარეობაში არის მექსიკა. ჩვენ ყველას მივხედავთ. ჩვენ გრენლანდიაც გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება", - აცხადებს ტრამპი.
