ჩვენ არ მოგვიხდენია ქვეყნის ოკუპაცია. ეს იყო დაკავების ოპერაცია. მადურო ვენესუელაში, ადგილზევე დააკავეს FBI-ის აგენტებმა. წაუკითხეს მისი უფლებები და გაიყვანეს ქვეყნიდან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი განმარტებით, ხალხმა უნდა წაიკითხოს საბრალდებო დასკვნა, "მათ უნდა წაიკითხონ, რას აკეთებდა ეს კაცი და მისი ცოლი ბოლო 15 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ".
"ჩვენ არ მოგვიხდენია ქვეყნის ოკუპაცია. ეს იყო დაკავების ოპერაცია. მადურო ვენესუელაში, ადგილზევე დააკავეს FBI-ის აგენტებმა. წაუკითხეს მისი უფლებები და გაიყვანეს ქვეყნიდან. საბრალდებო დასკვნები უკვე გასაჯაროებულია. ხალხმა უნდა წაიკითხოს ეს საბრალდებო დასკვნა. მათ უნდა წაიკითხონ, რას აკეთებდა ეს კაცი და მისი ცოლი ბოლო 15 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ცხადია, ეს არ იყო მეგობრული ტერიტორია. ამიტომ, მადუროსა და მისი ცოლის დასაკავებლად დაგვჭირდა ომის დეპარტამენტის ჩართვა ამ ოპერაციაში. მათ გაანადგურეს ყველაფერი, რაც საფრთხეს წარმოადგენდა აგენტებისთვის, რომლებიც სპეციალურ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ", - აცხადებს მარკო რუბიო.
