მეხიკოს მახლობლად მდებარე ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლთან შეიარაღებული პირის მიერ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი ტურისტი და დაშავდა 6 ადამიანი. ნაწილს აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობები, ნაწილი კი, პირამიდის შენობიდან გადმოვარდნის შედეგად, დაშავდა.
თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდასხმის მოტივი უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
