ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანის არცერთი დელეგაცია პაკისტანში შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჯერ არ ჩასულა.

არხმა უარყო საერთაშორისო მედიის ინფორმაცია ირანის დელეგაციის ისლამაბადში ჩასვლისა და აშშ-ირანის მოლაპარაკებების გრაფიკის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო IRIB-მა აღნიშნა, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა კვირა დღიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ თეირანი მოლაპარაკებებს მუქარის ქვეშ და მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში დამოკიდებული იქნება აშშ-ის ქცევისა და პოზიციის შეცვლაზე.