ირანულმა საინფორმაციო სააგენტო "ფარსმა", რომელიც "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" (IRGC) არის დაკავშირებული, Telegram-ზე ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის მეთაურის ციტატა გამოაქვეყნა, - წერს BBC.

"ფარსის" ცნობით, გენერალ-მაიორმა აბდულაჰიმ სგანაცხადა, რომ IRGC-მ ისრაელი და აშშ "სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და გამოფიტა, რამაც ისინი აიძულა ცეცხლის შეწყვეტა ეთხოვათ".

მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებს, "აშშ-ის მატყუარა პრეზიდენტმა ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ცრუ წარმოდგენები შექმნას, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით".

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად.