აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი "მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს".

კონსერვატიულ რადიო გადაცემა "ჯონ ფრედერიქსის შოუში" მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში, ტრამპი ირწმუნება, რომ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება, თუმცა მან თეირანი გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა.

"ისინი მოლაპარაკებას დაიწყებენ და თუ ამას არ გააკეთებენ, ისეთ პრობლემებს წააწყდებიან, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ვიმედოვნებ, რომ ისინი სამართლიან შეთანხმებას მიაღწევენ და თავიანთ ქვეყანას აღადგენენ“, - განაგრძო ტრამპმა და დასძინა, რომ როდესაც ეს მოხდება, "მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ".

როგორც CNN-ი წერს, საუბრის დასრულებამდე, ტრამპი სამხედრო მოქმედების დაწყების ლოგიკას დაუბრუნდა- "უნდა ვთქვა, რომ ირანში არჩევანი არ გვქონდა. არჩევანი არ გვქონდა! ეს უნდა გაგვეკეთებინა", -აღნიშნა ტრამპმა.

"ჩვენ შესანიშნავად ვიმუშავეთ, დავასრულებთ და ყველა კმაყოფილი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.