ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასთან და მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს.
საბჭოს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძღვანელობს.
"ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკნამ.
