ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასთან და მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა მედიასთან განაცხადა, რომ ისინი ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რაც თბილისში პოლიტიკური შეფასების საგანი გახდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, კაია კალასის განცხადება, მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია დგას ფეხქვეშ თელავს.

"ეს პირდაპირ ჩამონგრევაა დემოკრატიული საფუძვლისა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც არ დარჩა, მათ შორის, ესეც მეტყველებს. კაია კალასი საუბრობს, რომ თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელზეც დგას დასავლური ცივილიზაცია, რომელიც არის დემოკრატიის საწყისი, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ხალხი ირჩევს თავის ხელისუფალს, ამ ყველაფერს პირდაპირ ფეხქვეშ თელავს. თუ მას წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც კარზე წარწერა ექნება - ხელისუფალი, ეს არ გამო, რადგან ჩვენს ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები მისი აღმატებულება ქართველი ხალხია. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ზუსტად ეს აჩენს სკეპტიციზმს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ. დიახაც, ეს არის ჩარევის მაგალითი, ეს არის დემოკრატიის გადახაზვა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არავითარი საერთაშორისო წესრიგი სამწუხაროდ აღარ არსებობს", - განაცხადა არჩილ გოდრულაძემ.