ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასთან და მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს.
საბჭოს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძღვანელობს.
"ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
