ირანის სახელმწიფო მედიასაშუალების, Fars-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ირანის სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარემ, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ განაცხადა, რომ თეირანმა "100%-იანი მზადყოფნა უნდა შეინარჩუნოს" აშშ-ის მხრიდან შემდგომი თავდასხმების შემთხვევაში.
ეჯეის თმით, შემდგომი თავდასხმების "მაღალი ალბათობა" არსებობს და მიუხედავად ირანელი მაღალი თანამდებობის პირების გარდაცვალებისა, აშშ-მ თავის სამხედრო მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Fars-ის მიერ გამოქვეყნებულ ცალკეულ ვიდეოში, ეჯეიმ განაცხადა, რომ ირანი უპასუხებს აშშ-ს მიერ ომანის ყურეში ირანული სატვირთო გემის დაკავებას და ამ ფაქტს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "დარღვევას" უწოდებს.
"საზღვაო ბლოკადა, რომელზეც აშშ საუბრობს, უდავოდ, აშკარა დარღვევაა და ისლამური რესპუბლიკა ამას აუცილებლად უპასუხებს", - თქვა მან.
