მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების მიერ მოწყობილი დივერსიის გამო, ბერლინში ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გერმანული მედია წერს, რომ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ელექტროკაბელების კვანძზე ხანძარი გახდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება Vulkan-ის წევრებმა აიღეს. მემარცხენე რადიკალების განცხადებით, მათი ამოცანა იყო, თავდასხმა მოეწყოთ, "ზოგადად, წიაღისეული ენერგიის" წინააღმდეგ. მოქალაქეთა ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უკვე მოხერხდა, თუმცა 35 000 აბონენტი, შესაძლოა, 8 იანვრამდე დარჩეს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე.
