მაშველებმა ცნობილი ნეპალელი მთამსვლელის, ნირმალ პურჯას ცხედარი იპოვეს, რომელიც გასულ კვირას, პაკისტანში, ექსპედიციის დროს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, პურჯა, რომელიც ისტორიაში მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრით შევიდა, ტრაგიკულად ყარაკორუმის მთის მასივში დაიღუპა.
43 წლის პურჯა დაკარგულ 10 მთამსვლელს შორის იყო, რომლებიც, ჩრდილოეთ პაკისტანში, ბროუდ პიკის მწვერვალზე, 8047 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, როდესაც ადგილობრივი დროით შუადღისას მეწყერი ჩამოწვა.
პაკისტანის ალპური კლუბის ცნობით, მაშველებმა პურჯას ცხედარი და კიდევ შვიდი სხვა მთამსვლელი იპოვეს, თუმცა ისინი ჯერ არ გადაუყვანიათ ბაზის ბანაკში. ამ ჯგუფის წევრი ორი მთამსვლელი კვლავ დაკარგულად ითვლება.
