ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "მკაცრად დაგმო" სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცის მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანების ფაქტი.
განცხადება ბემიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა რაც ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ისრაელელი ჯარისკაცი იესო ქრისტეს ქანდაკებას ჩაქუჩს.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის და "ისრაელელთა აბსოლუტური უმრავლესობა მომხდარით შოკირებული და დამწუხრებულია".
"გუშინ, ისრაელელთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვიყავი იმის გაგებით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური ხატი (ქანდაკება) დააზიანა. მე ამ ქმედებას ყველაზე მკაცრი ფორმით ვგმობ. სამხედრო უწყებები ამ საკითხზე სისხლისსამართლებრივ გამოძიებას აწარმოებენ და დამნაშავის მიმართ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს გაატარებენ." - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადებით, სამხედრო უწყებები აღნიშნულ საკითხზე სისხლისსამართლებრივ გამოძიებას აწარმოებენ და დამნაშავის მიმართ "შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს" გაატარებენ.
"ისრაელი ერთადერთი ადგილია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც აღმსარებლობის თავისუფლებას ყველასთვის იცავს, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ინციდენტისა და ნებისმიერი იმ ტკივილის გამო, რაც ამან გამოიწვია", - აღნიშნავს ისრაელის პრემიერი.
