"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში, რომელიც რამდენიმე პარტიის აკრძალვას ეხება, ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს "ფედერალისტური პარტიაც" დაემატება.

"პარტიების აკრძალვა ისედაც ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული, რომ მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეხება, თუ პარტიები იკრძალება ქვეყანაში ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესიც იკრძალება და "ფედერალისტები" არანაირი ფორმალურ პროცესში ასეთ პირობებში არ ვაპირებთ. ამდენად, არაფერი არ იცვლება ჩვენთვის.

ეს არის ყველაფერი ტყუილი. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, იმიტომ, რომ არ აღიარება ვხედავთ, რომ ეფექტური იარაღია. ჩვენ კიდევ ერთხელ ქუჩიდან აქციით, სანქციითა და ალტერნატივით შევავიწროებთ რეჟიმს, ისე, რომ დათმობებზე წამოვიყვანოთ და ჩამოვშალოთ," - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.