პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს, რომ ქვეყანა კონცენტრირდეს ქვეყნის აღდგენაზე.
თეირანში, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა გულწრფელი უნდა იყოს, რათა საზოგადოების ნდობა შეინარჩუნოს.
პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "კონფლიქტის გაგრძელება არავის ეხმარება - არც ჩვენ, არც მეორე მხარეს და არც რეგიონის მომავალსა თუ მომავალ თაობებს".
"საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ქვეყანა დადგება ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა აღდგენითი სამუშაოები, ფინანსური რესურსების მოძიება და ბაზრის კონტროლი", - განუცხადა მან დედაქალაქის მეხანძრეებს ირანული მედიის ცნობით.
იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტით გამოწვეული ზოგიერთი პრობლემის მართვა მოხერხდა, რეფორმები მაინც აუცილებელია.
"ხალხი ინფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული რეალობის შესახებ. არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ან არარეალური დაპირებები არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საკითხების მოგვარებას, არამედ ასუსტებს საზოგადოებრივ ნდობას", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ირანის ერთიანობა მოითხოვს "სიტყვის გულწრფელობას, საქმიანობის გამჭვირვალობასა და ნდობის განმტკიცებას".
