ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში 39 სოფელი დაბომბეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, "ჰეზბოლასთან" ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდო, განაცხადა ლიბანელმა მაღალჩინოსანმა და "ჰეზბოლას" მოკავშირემ - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ლიბანის პარლამენტის სპიკერის, ნაბიჰ ბერის მთავარმა თანაშემწემ, ალი ჰასან ხალილმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების მიერ განხორციელებულმა ძლიერმა დარტყმებმა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაანადგურა და სოფლებს სხვადასხვა ხარისხის ზიანი მიაყენა.

ამასთან, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთით "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზომებს იღებენ.