აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელს ირანთან ომის დაწყება მისთვის არასდროს უთხოვია.
ტრამპის თქმით, თუ ირანის ახალი ლიდერები გონივრულად იმოქმედებენ, ირანს შესაძლოა დიადი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს.
"ისრაელს არასდროს უთხოვია ირანთან ომის დაწყება, მაგრამ 7 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ჩემი დიდი ხნის რწმენა, რომ ირანს არასდროს ექნებოდა ბირთვული იარაღი. მე სრული უნდობლობით ვუყურებ და ვკითხულობ "ფეიკ" ამბებს, ექსპერტების მოსაზრებებს და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. მათი ნათქვამის 90% ტყუილი და გამოგონილი ისტორიებია და გამოკითხვები გაყალბებულია, ისევე როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ვენესუელას შედეგების მსგავსად, რომელზეც მედიას საუბარი არ უყვარს, ირანის შედეგები განსაცვიფრებელი იქნება. თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის შეცვლა!) ჭკვიანები იქნებიან, ირანს შეიძლება დიადი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს", - წერს ტრამპი.
