მასშტაბური ხანძარი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში. ქალაქის ცენტრში ცეცხლის გავრცელებას წინ აფეთქება უძღოდა. ჩამონგრეულია რამდენიმე შენობა. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

ადგილზე სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი პრესა არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი აფეთქების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. მიმდინარეობს ძიება.