აშშ-ში, ჩიკაგოს გარეუბანში, სკოლის ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 სხვა ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე სკოლის მოსწავლე, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

nbcnews-ის ინფორმაციით, ილინოისის შტატის პოლიციამ, ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილად გამოაცხადა. მათივე ცნობით, ავტობუსში მყოფ ბავშვებს შორის სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა. ავტობუსში მანჰეტენის 114-ე სასკოლო ოლქის 10 მოსწავლე იმყოფებოდა.

მანჰეტენის სახანძრო სამსახურის ცნობით, ავარია ადგილობრივი დროით დილის 8:17 საათზე მოხდა.