ოდესაში, 32 წლის მამაკაცმა ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა ე.წ. ფლობერის სასწავლო პისტოლეტიდან ისროლა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. საქმე უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა. იარაღი კი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
