ბავშვი, რომელიც აშშ-ში, აიოვას შტატში, ორსულობის 21-ე კვირას დაიბადა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მას "ყველა დროის ყველაზე ნაადრევი ბავშვის“ სტატუსი მიანიჭეს.
მედიის ცნობით, ბავშვმა მიმდინარე თვის დასაწყისში, 5 ივლისს, პირველი დაბადების დღე აღნიშნა.
ნეშკინი 2024 წლის 5 ივლისს დაიბადა და ის მხოლოდ 350 გრამს იწონიდა. ბავშვი დაგეგმილ მშობიარობამდე 133 დღით ადრე დაიბადა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გინესის რეკორდების წიგნში ადგილი დაეკავებინა.
ბავშვმა, რომელსაც მოფერებით "ნეშფოთეითოს“ ეძახიან, ექვსი თვე აიოვას უნივერსიტეტის ოჯახური ჯანმრთელობის ცენტრის ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა და, როგორც სტატიის ავტორი წერს, ბედნიერ, ძლიერ ბიჭად გაიზარდა.