პარიზის სასამართლომ 10 ადამიანი დამნაშავედ ცნო საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში.

abcnews-ის ცნობით, სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათ ნაწილს, სასჯელის სახით, კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი, სავალდებულო ტრენინგის გავლა, ნაწილს კი რვათვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

მედიის ინფორმაციით, სასამართლომ მიუთითა განსაკუთრებით დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ და ბოროტ კომენტარებზე, რომლებიც ბრიჯიტ მაკრონის სავარაუდო ტრანსგენდერული იდენტობისა და სავარაუდო პედოფილიის შესახებ ცრუ ბრალდებებს უკავშირდებოდა.