ახლო აღმოსავლეთში პენტაგონმა დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგა. მიზანი, ირანის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელისა და რეგიონში შტატების მოკავშირეების დაცვაა. ინფორმაციას "ვოლ სტრიტ ჯორნალი" ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის მონაცემებზე, ფრენების ანალიზსა და სატელიტურ ფოტოსურათებზე დაყრდნობით გაავრცელა.

"პეტრიოტის" და "ტაადის" ტიპის სარაკეტო კომპლექსების განლაგება იორდანიაში, ქუვეითში, ბახრეინში, საუდის არაბეთსა და ყატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიმდინარეობს.

პარალელურად, ირანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს იმყოფებიან.