თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 როგორ ირკვევა, პრეზიდენტი შეუძლოდ ერთ-ერთი თურქული ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს გახდა. ამის გამო პირდაპირი ეთერი დროებით შეწყდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სატელევიზიო პროგრამა, რომელიც საპრეზიდენტო კომპლექსიდან გადაიცემოდა, დაგეგმილზე 1.5 საათით გვიან, 23:30 საათზე დაიწყო.

 

"ექიმების რჩევით, სახლში ვრჩები", - დაწერა ერდოღანმა Twitter-ზე და აღნიშნა, რომ მისი ცუდად გახდომა "დატვირთულ სამუშაოს" უკავშირდებოდა.