ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს მწვავე სარედაქციო სტატიას საფრანგეთში არსებული პოლიტიკური და საბიუჯეტო ჩიხის შესახებ.
"სრული არეულობა" - The Economist-ის უახლესი სარედაქციო სტატიის სათაური საფრანგეთში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, - იუწყება ფრანგული მედია.
ამ საკმაოდ მკაცრი ტერმინებით ("სრული არეულობა") ბრიტანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, რომელიც თავშეკავებული ტონით არის ცნობილი, საფრანგეთზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.
გაზეთი აკრიტიკებს საფრანგეთს და აღწერს მას ქვეყნად, რომელსაც ფინანსების მოწესრიგება არ შეუძლია და პოლიტიკურად პარალიზებულია, ემანუელ მაკრონის მიერ პარლამენტის დათხოვნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
ფრანგულო მედია წერს, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ფინანსების კატასტროფული მდგომარეობისადმი მიძღვნილი სარედაქციო სტატია არც საფრანგეთის მოქალაქეებს და არც რომელიმე პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით ემანუელ მაკრონს, არ ინდობს.
"საერთაშორისო საკითხებით დაკავებული საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში "კოჭლი იხვია", რომელსაც ფრანგი ხალხის 20%-ზე ნაკლების მხარდაჭერა აქვს. მისმა ამპარტავნულმა და გულგრილმა მიდგომამ, ქვეყანა ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო", - წერს The Economist-ი.
