საფრანგეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობას საჯარო დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა 17.5% აპირებს.

მედიის ცნობით, მოსწავლეები სკოლაში არსებულ პირობებს და მათი მომავლის შესახებ მზარდ გაურკვევლობას აპროტესტებენ.

"ვცდილობთ, საპროტესტო მობილიზაცია მაქსიმალურად გავაძლიეროთ. ზოგიერთი ადამიანი აქციებში არ მონაწილეობს, რადგან ეშინია. ბევრს პოლიციის მხრიდან ძალადობის ეშინია", - განუცხადა მედიას პარიზელმა 19 წლის სტუდენტმა, ირმა დე ბანვილმა.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა პოლიციის მოქმედებებს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ ძალის გადამეტების ან სხვა შესაძლო დარღვევების ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნება.