საფრანგეთი დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, პასკალ კონფავრემ TF1 TV-ს განუცხადა, რომ საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია და ეს გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია.

"ჩვენ სოლიდარული ვართ დანიის მიმართ. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიისა და დანიის ხალხებს. მათი გადასაწყვეტია, რა სურთ. საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია", – განაცხადა პასკალ კონფავრემ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.