სამხრეთ კორეაში, სეულში, ავტომობილი ტროტუარზე შევარდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მომხდარის  შედეგად,   სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ჰოსპიტალიზებულია  4 პირი. 

მედიის ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი ავტომობილით მოქალაქეებს მაშინ შეეჯახა, როდესაც ისინი ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ავტომობილი არასწორი მიმართულებით გადაადგილდებოდა და სანამ ქვეითებს დაეჯახებოდა, ორ ავტომობილს შეეჯახა და შემდეგ ავარდა ტროტუარზე.

მედიის ცნობით,  შესაძლოა,  მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.