აშშ-ში, ტეხასის შტატში, მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები გადაჰქონდა. ინფორმაციას nbcnews-ი ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ლიანდაგებზე გაიჭედა და მიუხედავად იმისა, რომ მემანქანე მატარებლის ავარიულად გაჩერებას ცდილობდა, ის უძლური იყო და შეჯახება თავიდან ვერ აიცილა.

აშშ-ის რკინიგზის ფედერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რკინიგზის გადასასვლელებზე შეჯახებები, ქვეყანაში რკინიგზასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის, რიგით მეორე ადგილზეა. წინასწარი ინფორმაციით, ამ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.