პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა პირობა დადეს, დაეხმარებიან შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში, თუმცა მან უარი თქვა დაეკონკრეტებინა, რომელმა ქვეყნებმა შესთავაზეს დახმარება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ყველა მათგანმა", - თქვა ტრამპმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რომელმა ქვეყნებმა შესთავაზეს დახმარება ირანული ნაღმებისგან სრუტის გაწმენდაში.

"ვისაც შესაბამისი აქვს აღჭურვილობა აქვს, მაგრამ თითოეულმა მათგანმა აიღო ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს", - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ირანთან შეთანხმების შემდეგ, სრუტის წარმატებით გასახსნელად, შეერთებულ შტატებს ევროპის დახმარება არ სჭირდება, თუმცა ნებისმიერი გამნაღმველი გემი, რომლის მიწოდებაც ქვეყნებს შეუძლიათ პროექტისთვის, "კარგი" იქნება.