აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ამ კვირაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საბოლოო არ არის და თუ ის არ მოეწონება, შეუძლია, დაბომბვები განაახლოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ეს ურთიერთგაგების მემორანდუმია. თუ ეს არ მომეწონება, ჩვენ კვლავ დავიწყებთ მათი მიმართულებით სროლას და ბომბების ჩამოყრას“, - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში, "დიდი შვიდეულის" სამიტზე.

"თუ ეს არ მომეწონება, თუ ცუდად მოიქცევიან, მათ თავებზე ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ, გასაგებია?", - გაიმეორა პრეზიდენტმა.

ოთხშაბათს, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ, ირანში ომის გამო, ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ენერგომომარაგების მარშრუტებს დივერსიფიკაციას გაუკეთებდნენ. ასევე, ისინი მიესალმნენ ომის დასრულების დროებით შეთანხმებას.