პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანის სასულთნოს დაემუქრა - ქვეყანას, რომელიც დიდი ხანია აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ტრადიციულად მნიშვნელოვან შუამავლის როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში, - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან ძლიერად დაბომბავს ომანს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის მიზნების განხორციელებას ხელს შეუშლის.

"თუ ომანი ხელს შეგვიშლის, ჩვენ მათ სასტიკად დავბომბავთ", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ ჩქარობს ირანთან ომის დასრულებას, რადგან აშშ-ირანის 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ვადა იწურება.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები სერიოზულად და აქტიურად მიმდინარეობს.